ახალციხეში, ნონერ მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც სამი სოფლის მოსახლეობა აძლევს ხმას, დღეს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, მმართველ პარტიას იქ როინ ნებაძე წარმოადგენს. მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ადგილზე რეგისტრირებულია სულ 979 მოქალაქე. კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც ელექტრონულად ხდება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საერთო ჯამში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ახალციხის საკრებულოში არჩევნები „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება.