ქრისტეს შობის დღესასწაული იზეიმეს სახარების რწმენის ეკლესიაში. მსახურება საშობაო საგალობლების თანხლებით მიმდინარეობდა, რასაც ქადაგება და წმინდა წერილიდან შესაბამისი თავის წაკითხვა მოჰყვა. მსახურება ონლაინრეჟიმში გადაიცემოდა. სახარების რწმენის ეკლესიას 50-იანელებსაც უწოდებენ, რადგან ეკლესიის დაარსება სულთმოფენობის დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების რწმენის ეკლესიას საქართველოში 80-მდე ტაძარი აქვს.