„ახალი წლის დღეები საქართველოში“

„ახალი წლის დღეები საქართველოში“ – სადღესასწაულო პროგრამას დღეს ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელია მოწყობილი. პარკში განთავსებულია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები და სხვადასხვა ინსტალაცია. საღამოს საზეიმო კონცერტი აჩიკო ნიჟარაძის, დავით მაზანაშვილის ბენდისა და ლინდა ადამიას მონაწილეობით დაასრულებს.