ახალი წლის დღეები თბილისში

საშობაო განწყობის შესაქმნელად, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს, დღეს საახალწლო სოფელში ელოდებიან. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში საზეიმო კონცერტებია დაგეგმილი. სცენას ქართული ესტრადის შემსრულებლები დაიკავებენ და ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს შეასრულებენ. ადგილზე პატარებს დახვდებათ ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა. გამოფენილია ხელნაკეთი ნივთებიც.

კესო ქაფიანიძე იმყოფება საშობაო სოფელში და ღონისძიებების შესახებ პირდაპირ ეთერში სწორედ ის ისაუბრებს.