„ახალი წლის დღეები საქართველოში“

ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები და განთავსებულია ხის საახალწლო სახლები. პატარებს ადგილზე თოვლის ბაბუა საჩუქრებითა და ტკბილეულით უმასპინძლდება. სადღესასწაულო ღონისძიებას ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ დაასრულებს.