ბეთლემში შობის აღსანიშნავად საზეიმო ლიტურგია ჩატარდა

ბეთლემში შობის აღსანიშნავად საზეიმო ლიტურგია ჩატარდა. მაცხოვრის შობის ტაძარში იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ წირვა აღავლინა და მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა. პატრიარქს ბეთლემში საზეიმოდ დახვდნენ.

მაცხოვრის შობის ტაძართან ათასობით მორწმუნე იყო შეკრებილი. ბიბლიის თანახმად, ბეთლემის ტაძარი იმ ადგილასაა აგებული, სადაც მაცხოვარი იშვა.

მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის დღესასწაული მიულოცა რომის პაპმაც.