გორში ალილოს მსვლელობა გაიმართა

გორში ალილოს მსვლელობა გაიმართა – სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიდან მსვლელობა მოაწყვეს. ქრისტეშობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს და აკურთხეს. მსვლელობას შეუერთდნენ და საჩუქრები და ნობათი გადასცეს გორის თეატრის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეგროვილ ტკბილეულს გორისა და ატენის ეპარქია სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაუნაწილებს.