ოჯახის სიწმინდის დღე - საზეიმო მსვლელობები და სამადლობელი პარაკლისი რეგიონებში

10 წლის წინ დაწესებული თარიღი აღნიშნეს რეგიონებშიც.

საზეიმო მსვლელობები მრევლის და სასულიერო პირების მონაწილეობით და სამადლობელი პარაკლისი – ასეთი სცენარით წარიმართა ყველა დიდ ქალაქში და მუნიციპალიტეტებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი შეკრებები. მსვლელობების დროს შესრულდა საგალობლები, ზოგიერთი ქალაქი 17 მაისისადმი მიძღვნილ მსვლელობებს პირველად შეუერთდა. მოეწყო კულტურული ღონისძიებებიც. დემონსტრირება, რომ ტრადიციების და კულტურული ფასეულობების დაცვა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას – ასეთია საპატრიარქოს გზავნილი, რომლითაც მან საზოგადოებას დღევანდელი მსვლელობების წინ მიმართა.