საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ

საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ. გვიან ღამით, საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო გაუძღვა. ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას, მშვიდობის ყრმას შეაბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას განასახიერებს.