კვლავ ხმაურია ზესტაფონში. მერიის შენობაში, მერის კაბინეტი ისევ წებოვანი ლენტითაა ჩაკეტილი.
კახაბერ მახათაძის მისაღებში 4 მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს. ისინი მერის თანამდებობიდან გადადგომას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
აქციაში მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც მონაწილეობს.