კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდება პენიტენციურ დაწესებულებებშიც და ხვალიდან ხანმოკლე პაემნის უფლება აღდგება. შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ, ბრალდებულ-მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.
„ამ ეტაპზე მიიღეს გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა ხვალიდან მოიხსნას“,- წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გარცელ ებულ ინფორმაციაში.