სასწავლო ცენტრების ასოციაციის სიმბოლური გასაღები

იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარეობის ნიშნად, სიმბოლური გასაღები გადაეცა. ღონისძიება ტალინში, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიაში გაიმართა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურ კონფერენციას მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლებს. კონფერენციამ პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.