იუსტიციის მინისტრის მოსმენა

მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები რატი ბრეგაძეს თითქმის შვიდი საათის განმავლობაში უსმენდნენ. იუსტიციის მინისტრმა უწყების რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გამოყო და ტრიბუნიდან პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში არსებული ვითარება გაიხსენა და აღნიშნა, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო, ამ ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადამიანის უფლებებზე საუბარი, ბრეგაძეს ცინიზმად მიაჩნია. პენიტენციურ დაწესებულებებში სააკაშვილის მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს მინისტრმა სირცხვილი უწოდა.

იუსტიციის მინისტრის მოსმენა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში