სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები

სასკოლო ექსკურსიებზე კოვიდ-პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

150 კილომეტრზე შორ მანძილზე წასვლა აღარ იკრძალება. თუმცა, კიდევ უფრო მკაცრდება მგზავრობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. ყველა მგზავრის უსაფრთხოების ღვედით აღჭურვა, მგზავრთა რაოდენობის მკაცრი კონტროლი, მძღოლის ნარკოლოგიური შემოწმება და ტექ-დათვალიერების ბოლო ექვს თვეში გავლის დამადასტურებელი საბუთის არსებობა იმ რეგულაციებს შორისაა, რომელთა დაცვის გარეშე სკოლის დირექტორმა ექსკურსიაზე ნაბართვა არ უნდა გასცეს.