თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ფარავანის უღელტეხილზე კი, ცუდი ხილვადობის გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. დანარჩენ მონაკვეთებზე კი გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.