უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია. თოვს საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზეც, სადაც ასევე შეზღუდულია გადაადგილება. შეზღუდულია მოძრაობა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზეც.