სარეაბილიტაციო სამუშაოები გომბორი-თელავის მონაკვეთზე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი საავტომობილო გზის 27-33 კმ-ის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი რვა მეწყრულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყრულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა.