უამინდობის გამო, ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე შეზღუდვებია. სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის, მონაკვეთზე გადაადგილება სრულად აკრძალულია. კვლავ მაღალია ქვათაცვენის საშიშროება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
კლდოვანი მასა, რომლიც გუშინ ჩამოიშალა, სრულად გაწმენდილია, თუმცა, ძლიერი ნალექის გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეზღუდვა მაინც მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია ლარსის მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება ეკრძალება დიდი ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ქვეყნის სხვა ავტომაგისტრალებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.