„შენების მოძრაობა“ დაგროვებით საპენსიო რეფორმის კორექტირებას მოითხოვს.
მოძრაობის წარმომადგენლები მხარს უჭერენ რეფორმის არსებობას და მის სავალდებულო ხასიათს, თუმცა ხელისუფლებას რამდენიმე ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 18 %-ის ოდენობით, რათა საპენსიო შენატანის ჩათვლით ფინანსური ტვირთი არ გასცდეს 20 %-ს. ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპენსიო სქემაში სრულყოფილ მონაწილეებად აქცევს კერძო საპენსიო-სადაზღვევო ინსტიტუტებს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ოპონენტები მოუწოდებენ, საზოგადოებაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობის ამაღლება უზრუნველყონ, რათა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რეფორმის მიმართ საქართველოს მოქალაქეებში უარყოფითი დამოკიდებულებები არსებობს. აღნიშნულ მოთხოვნებს „შენების მოძრაობა“ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს გაუგზავნის.