საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილება 

დასაქმებული მოქალაქეების ყოველთვიური საპენსიო შენატანების დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე განთავსდა.

ეს არის ერთი წლის წინ შექმნილი სააგენტოს პირველი მსხვილი ინვესტიცია საბანკო სექტორში. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბანკებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანხის გამოყენება შეეძლებათ, სანაცვლოდ კი მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებში წლიურად 15%-ს გადაიხდიან, რაც მომავალი პენსიონრების დანაზოგს მნიშვნელოვნად გაზრდის.

2019 წლიდან ამოქმედებული საპენსიო რეფორმის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის დასაქმებული სააგენტოში ხელფასის 2%-ს რიცხავს, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო იხდის. ამ მომენტისთვის სააგენტოში უკვე 620 მილიონამდე ლარია მობილიზებული, საიდანაც ბანკების დეპოზიტებზე 560 მილიონი განთავსდა.