მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში

გაჩერებული ტრანსპორტი და შეწყვეტილი სასწავლო პროცესი – საფრანგეთის ქალაქები მასშტაბურმა გაფიცვამ მოიცვა.

ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. საფრანგეთის სულ მცირე 200 ქალაქში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. რვა პროფესიული კავშირის მიერ ორგანიზებულ აქციებზე გამოსული ასი ათასობით ადამიანი საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ეწინააღმდეგება. გამოკითხვების მიხედვით, ცვლილებებს მოსახლეობის ორი მესამედი არ ეთანხმება. აქციების ფონზე მეორე ვადით არჩეული საფრანგეთის ცენტრისტი პრეზიდენტის რეიტინგი ხუთი პუნქტით დაეცა.