უშედეგო დიალოგი და პროტესტი საფრანგეთში

„საშობაო კოშმარი“, – ასე აფასებს ფრანგული და საერთაშორისო მედია საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვას.

საპენსიო რეფორმით უკმაყოფილო მოქალაქეები ისევ ქუჩაში დგანან. პარიზი პარალიზებულია. ჩქაროსნული მატარებლების დიდი ნაწილი გაჩერებულია, არ მუშაობს მეტრო, დახურულია სკოლები. გაფიცვის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. აქციების ორგანიზატორ პროფკავშირებსა და პრემიერს შორის გამართული დიალოგი უშედეგოდ დასრულდა. მორიგი საპროეტსტო აქცია უკვე დაანონსებულია.