სადავო საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

მასობრივმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.

საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს, უკან წაიღოს საპენსიო რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკს ორი წლით ზრდის. პარიზსა და სხვადასხვა ქალაქში გამართული მასშტაბური აქციების მიუხედავად, პრეზიდენტი სადავო რეფორმის დამტკიცებას წლის ბოლოსთვის გეგმავს. საკუთარ პოზიციას მაკრონი პენსიონერთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით და მოსალოდნელი დეფიციტის თავიდან აცილებით ხსნის. თუმცა, კრიზისი გრძელდება და საპროტესტო გამოსვლები არ წყდება – უმრავლესობის არარსებობის გამო პარლამენტის გვერდის ავლით მიღებული რეფორმის გასაპროტესტებლად მოქალაქეები რადიკალური ზომების მიღებას აანონსებენ.

ხვალიდან პროფკავშირები საყოველთაო გაფიცვას გეგმავენ.