საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება 

მასშტაბური პროტესტის შედეგად საფრანგეთის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა.

რამდენიმედღიანი გაფიცვის შემდეგ მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის პროექტში კორექტივები შეიტანა. ასაკობრივი ზღვარი აღარ გაიზრდება, საპენსიო ასაკად კვლავ 62 წელი შენარჩუნდა. თუმცა ამოქმედდება მოდელი, რომელიც თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები მოქმედი სისტემით გარანტირებული პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებენ. შემოდის ქულათა სისტემაც. შეთავაზებული მოდელი რეფორმის მოწინააღმდეგეებისთვის მისაღები მაინც არ აღმოჩნდა. პროფკავშირთა გაერთიანება, რომელიც აქციების ორგანიზატორია, უკან დახევას არ აპირებს.

პარიზში ტრანსპორტი ამ დრომდე პარალიზებულია, კვლავ გაფიცულია საჯარო მოხელეების ნაწილი.