თბილისის მერიის გადაწყვეტილება და სიახლეები

თბილისში მცხოვრებ პენსიონერთა ნაწილი დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერებით ისარგებლებს.

საუბარია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის მოქალაქეებზე. ვაუჩერების მისაღებად მხოლოდ ექიმთან ვიზიტი და აფთიაქში შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების წარდგენაა საჭირო. 2022 წლიდან მარტივდება მერიის კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც 40 წელს ზემოთ პირებისთვის სიმსივნის სკრინინგს გულისხმობს.

სიახლეა მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელშიც. თებერვლიდან არც ერთი ძველი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.