ვითარება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე

პოლონეთ-უკრაინის საზღვარი თითქმის სრულად არის ბლოკირებული.

პოლონელი გადამზიდავების და ფერმერების მასშტაბური პროტესტი არ წყდება. შედეგად რამდენიმე კილომეტრიანი საცობებია შექმნილი და საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს ათეულობით უკრაინული სატვირთო მანქანა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდი უკრაინული სასურსათო პროდუქტებითაა დატვირთული. აქციის მონაწილეები არათანაბარ კონკურენციას აპროტესტებენ და ევროკავშირს სთხოვენ, რომ უკრაინული პროდუქციის ევროპის ქვეყნებში შეტანის შეღავათიანი პირობები ისევ გამკაცრდეს. საუბარია იმ სალიცენზიო ნებართვის აღდგენაზე, რომელიც ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე უკრაინის ეკონომიკის წასახალისებლად გააუქმა.