არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა აფეთქებას ქალაქ გარდაბანში.
დაშავებულია მისი უმცროსი ძმაც. მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. წინასწარი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა უკავშირდებოდეს პიროტექნიკის გამოყენებას. ასევე სახელდება ძმების მიერ უცნობი ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნის ვერსიაც.