პიროტექნიკის საფრთხეები - მიმართვა მოსახლეობას

პრობლემა, რომელიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება.

პიროტექნიკის გამოყენების გამო წინა საახალწლო დღეებში უკვე ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ, არასრულწლოვნებზე დაწესებული შეზღუდვების და გაფრთხილებების მიუხედავად, ასაფეთქებელი საშუალებებით დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. უბედური შემთხვევების პრევენციისთვის პარლამენტს რეგულაციების გამკაცრებისკენ და პიროტექნიკის საერთოდ აკრძალვისკენ მოუწოდებენ. პრობლემას კანონმდებლებიც აღიარებენ და სამუშაო ჯგუფებში რეგულაციების გარკვეულ მოდელებს განიხილავენ, თუმცა ფაქტია, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ჭიანურდება.