შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.
საუბარი შეეხო ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესს და ამ მხრივ თანამშრომლობას, ასევე პროგრამის განახლების გეგმას, რაც ამ მიმართულებით მომუშავე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას გულისხმობს.