რეგიონის პრობლემებზე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე. ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლისა და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.