თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იყო, რაზეც საგამოძიებო უწყებამ გარკვეული დრო ითხოვა.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა განმარტა, საჭიროა, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგები გახდეს ცნობილი. რაც შეეხება საქმის მასალებზე წვდომას – ადვოკატების თქმით, უწყებაში განმარტეს, რომ ოჯახს მასალებზე ეტაპობრიბრივად ექნება წვდომა.
სპეცოპერაციის დროს თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაღუპულის ოჯახი სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში გეგემავს.