სპეცოპერაცია პანკისში

სპეცოპერაცია პანკისში – დაკავებულია ხუთი პირი. სოფელ ქორეთში სამი, ხოლო სოფელ დუისში ორი ადგილობრივი აიყვანეს. დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ პირადი მობილური ტელეფონები წაიღეს.

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.

სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.