სპეცოპერაცია პანკისში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა პანკისის ხეობაში ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც მათი თქმით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერიც, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.