პრეზიდენტი სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის – სასკოლო კლუბების ქსელი“ მონაწილეებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის შესახებ.
პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.