FARA-ს დოკუმენტები და სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა

ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პარტია პოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტებიდან კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი იმ ლობისტური კომპანიის სტრატეგიისა და საქმიანობის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულის ოჯახმა დაიქირავა.

ამჯერად შეკითხვები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაჩნდა, გიორგი მარგველაშვილის გვარიც იმ პრესრელიზშია ნახსენები, რომელიც ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ერთ-ერთ პიარმედია კომპანიას გასავრცელებლად დაუკვეთა. აქტივობად, რომლისთვისაც 12 ათას დოლარამდეა გადახდილი, მარგველაშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილის გათავისუფლების კოალიციის შექმნა და საერთაშორისო მედიაში მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ინფორმაციის გავრცელებაა მითითებული.

მარგველაშვილი ბინძურ პროპაგანდაზე საუბრობს და სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივობებისთვის თანხის აღებას კატეგორიულად უარყოფს, ხელისუფლება კი განმარტებებს ითხოვს შეკითხვაზე – შეადგინა თუ არა მარგველაშვილმა ის პეტიცია, რომელიც მედიაში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და რომლის ხელმომწერებიც, არაადამიანური მოპყრობის არგუმენტით, სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდნენ.

თამარ წიკლაური დეტალებით.