აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

სამოქალაქო მოძრაობა – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ პრეზიდენტის სასახლესთან დღეს აქციას გამართავს. მოძრაობის წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და ამ ფაქტის ბოლო დასტური, მის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაა. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვოს.