პასუხი სალომე ზურაბიშვილს

 შუახევის კულტურის სამსახური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს. უწყებაში ამბობენ, რომ შუახევის ფოლკლორული ანსამბლის, „ფესვების“ ორი წევრი ცუდად გახდა და ამის გამო, ანსამბლი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო.

საუბარია აჭარის ფოლკლორის საღამოზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გაიმართა და სადაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვებიც“ იყო მიწვეული, თუმცა, ანსამბლმა დაგეგმილ საღამოზე მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის განცხადებით, ანსამბლ „ფესვების“ მონაწილეები გზიდან გააბრუნეს და ამ ფაქტს კულტურული ბოლშევიზმი უწოდა.