შეხვედრა მოსახლეობასთან  

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტობის განდიდატმა მათ მოუწოდა, რომ 28 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.  ბაქრაძის თქმით, ის იმ ადამიანების კანდიდატია, ვისაც ორპარტიული დაპირისპირება აღარ უნდათ და ცვლილებების იმედი აქვთ.