ცვლილებები „ევროპულ საქართველოში“

„ევროპული საქართველო“ ლიდერების გარეშე.

შიდა უთანხმოების ფონზე პარტიაში სერიოზული ცვლილებებია. თანამდებობებს ტოვებენ პარტიის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი, გიგი უგულავა. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად განახლების აუცილებლობა სახელდება. პარტიის ლიდერები აღიარებენ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგი – 3. 79 % ძალიან ცუდი და გაუარესებული იყო. თუმცა, პარტიული თანამდებობებიდან წავიდა მხოლოდ ორი ლიდერი. გიგა ბოკერია რჩება, რამაც თანაგუნდელებს შორის პოზიციები გაყო. ბაქრაძემ და უგულავამ პირდაპირ თქვეს, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის განახლებისთვის სამივე ლიდერის გვერდზე გაწევაა აუცილებელი. გახდა თუ არა უთანხმოების მთავარი მიზეზი უგულავა-სააკაშვილის კიევური შეხვედრა, რომელიც გიგი უგულავამ დაადასტურა და რა იგულისხმა უგულავამ განცხადებაში, სადაც „ევროპული საქართველოს“ განახლების გარდა კოალიციური ურთიერთობაც ახსენა.

ანა ბროლაძე არკვევდა პარტიაში განვითარებული პროცესების მიზეზებს.

დატოვე კომენტარი