„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. პარტიაში, რომელმაც ხმების 3.78 პროცენტი მიიღო აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას. ოპოზიციურ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთ პრინციპულ საკითხზე სრული ერთიანობა უნდა იყოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში შესვლა ცხრა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უწევს.

დატოვე კომენტარი