შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი შევიდა
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი შევიდა.
ბოსფორის სრუტეში ამერიკულ გემს თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდი ახლავს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდი რუმინეთის სანაპიროსკენ მიემართება.
სადესანტო გემი მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში მიიღებს, რომელიც 8-დან 15 მარტამდე გაიმართება. მანევრები ორ ქვეყანას შორის საბრძოლო თავსებადობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.