ბულგარეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. შესაბამისი მემორანდუმი მხარეებს შორის უკვე გაფორმდა. შესაბამისად, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.