შავი ზღვის წყლის ხარისხი

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი მორიგი მონიტორინგი განახორციელა. უწყება შემოწმებას 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის სამი წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. კვლევების მონაცემები საჯაროა.