საჰაერო დარტყმები იემენში

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში, ჰუდა-იდაში, დამარსა და საადაში დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ობიექტები მოიცავს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საბრძოლო მასალის საცავებს, გამშვებ სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს. დ

დარტყმებისას 100-ზე მეტი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული. ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აში და დიდი ბრიტანეთი მძიმე საფასურს გადაიხდიან ამ აგრესიისთვის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, „გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით“. ბაიდენმა განმარტა, რომ ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა „ჰუტისების შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“. პარალელურად, საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ის აკვირდება სიტუაციას „დიდი შეშფოთებით“. განხორციელებული თავდასხმების გამო, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაიმართება.