აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ განახორციელა. სამიზნე სულ ხუთი რეგიონი იყო, სადაც „ჰუსიტების“ კუთვნილი, დაახლოებით 14 რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც შეერთებული შტატების ინფორმაციით, შესაძლოა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. მათივე ცნობით, თავდასხმის მიზეზი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში ამერიკის კუთვნილ გემზე თავდასხმა გახდა.