შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ქვეყნის პირველი პირები ეხმაურებიან და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.
„თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.” – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტიც – “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. –
„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია“ – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში.
„საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს“- აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკუთარ წერილში.