მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია „დიემთი ჯგუფი“ შეისწავლის.
ექსპერტიზას საერთაშორისო სპეციალისტები ჩაატარებენ. გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. მინისტრის თქმით, კომპანიასთან კონტრაქტი დღესვე, დაჩქარებული წესით გაფორმდება, რათა უცხოელმა ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დროულად დაიწყონ.
შესაბამისი სამუშაოები კი სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყება.
ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, საუბარია 50 ათას ევროზე.