ამ მომენტისთვის სესხების განულების პროგრამაში 420 000-მდე მოქალაქეა მოხვედრილი.
მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. ჯამში ვალები 600 000-ზე მეტ ადამიანს უნდა ჩამოეჭრას. ამ ეტაპზე სპეციალუად შექმნილ ვებ-გვერდ vali.ge-ზე პროგრამაში ჩართული ბანკებიდან გაგზვანილი სიებია ატვირთული. უახლოეს დღეებში კი საიტს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მონაცემები დაემატება. გეგმის მიხედვით, მოქალაქეებს 2 000 ლარის ფარგლებში აღებული და გადაუხდელი სესხები 31 დეკემბრამდე ჩამოეწერებათ.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როდიდან შეძლებენ „შავ სიაში“ მოხვედრილი ადამიანები სესხის ხელახლა აღებას, რისი უფლებაც წლების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ.