პოლიტიკური სპექტრი სააკაშვილის „შავი სიის“ წინააღმდეგ 

პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გუნდისთვის მიცემული კიდევ ერთი დავალება.

საუბარია იმ პირების ე.წ. შავი სიების შედგენაზე, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის აზრით, კორუფციით და ადამიანის უფლებების დარღვევით გამოირჩევიან. ექს-პრეზიდენტის ამ მოწოდებას დანარჩენი ოპოზიცია არ ეთანხმება. მოწოდებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ „ევროპელი სოციალისტები“, რომლებმაც ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნეს. ინიციატივას სრულად არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილიც.