რუსეთი ბორის ჯონსონს აკრძალვას უწესებს

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ცნობის მიხედვით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და რიგ პოლიტიკოსებს რუსეთში ჩასვლა აეკრძალებათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები. ნუსხაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც.